„უცებ მძღოლი იღებს 20 ლარს და „აჰა, ძმაო““
ამობეჭდვა · 2017-03-16 16:33:43 · 107 ნახვა

თურმე ადამიანობა ბოლომდე არ დაგვიკარგავს…
ერთი პატარა ამბავი ბათუმი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში: ვმგზავრობდით სულ რამოდენიმე ადამიანი. ქუთაისთან ახლოს ერთი ახალგაზრდა(ლაგოდეხიდან) ცუდად გახდა. გავაჩერეთ „მარშუტკა“, დავაწვინეთ, დავამშვიდეთ და პარალელურად სსდ გამოვიძახეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია.

 

“ვერ გამოგყვებით ჯიბეში ერთი თეთრი არ მაქვსო”, და უცებ მძღოლი იღებს 20 ლარს და „აჰა, ძმაო“, აქეთ მეორე მგზავრი აწვდის ფულს და ბოლოს ერთი ქ-ნი, რომელიც 6 თვეა არ ყოფილა ოჯახში(თურქეთში იმყოფებოდა) და ეხლა ბრუნდებოდა, სტაცა ჩემოდანს ხელი და მე გამოგყვები შვილოო..ყველა ბედნიერებით შევცქეროდით ერთმანეთს და ერთად ავღნიშნეთ, რომ თურმე ადამიანობა არ დაგვიკარგავს…

 

დაე, ვიყოთ ასეთი სულგრძელები…