,,მერად კი არა, სახლში შემოსაშვები არ ხარ შე ბემურაზო, ეს კავკასიაა ბიჭოო" - სადღობელაშვილის მიმართვა ელისაშვილს
ამობეჭდვა · 2017-10-10 20:38:28 · 2919 ნახვა

“კაცობაზე და ქალაქელობაზე თავს დებდე, ჰამქარს ქმნიდე და სიძველეებს ეფერებოდე და ამ დროს ახლობლების ოჯახის წევრებზე იწევდე ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე“ - ასე მიმართავს ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში “ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და  ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის“  დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი.

"დიდხანს ვითრიე ფეხი, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შეიძლება. ეს ჩვენი ქალაქია,ზნეობით და კაცობით განთქმული.შესაძლოა ფაქიზია,მაგრამ ჩემს ქვეყანას და მის მომავალს ეხება და ვერ გავჩუმდები. პირადად რომ მეხებოდეს, ნამდვილად პირში წყალს ჩავიგუბებდი, როგორც აქამდე გვქონდა ჩაგუბებული და როგორც ვაპატიეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი ბიჭების დაჭერა. მაგრამ ეს არ არის პირადი და არც გაჩუმების უფლება მაქვს!" კაცობაზე და ქალაქელობაზე თავს დებდე, ჰამქარს ქმნიდე და სიძველეებს ეფერებოდე და ამ დროს ახლობლების ოჯახის წევრებზე იწევდე ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე, რისი გულში გავლებაც კი მზარავს. მერად კი არა, სახლში შემოსაშვები არ ხარ შე ბემურაზო. არ დაგავიწყდეს, ეს - საქართველოა, ეს - კავკასიაა ბიჭოო და ამაზე პასუხს სხვანაირად თხოვენ!“ - წერს სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.



ავტორი: Mediamall.ge